|
2017-11-15 13:50:43, 1773 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: სამთავრობო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუ ეს ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია
„შემოთავაზებულ პაკეტს და ნებისმიერი ტიპის ცვლილებას ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა თუ ეს არის რეალურად გამიზნულად გადადგმული ნაბიჯი ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებისკენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოთავისუფლებული თანხები პენსიის ზრდას და ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ სხვადასხვა პროგრამებს უნდა მოხმარდეს. „იმ წარმოდგენილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მეტად განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ფინანსური ეფექტი ექნება ამ ყველაფერს და რამდენად დაიზოგება საბიუჯეტო თანხები. პირველ რიგში, ის ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც წლების განმავლობაში უთავბოლოდ იზრდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და რომელიც ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზია სწორედ ლარის გაუფასურების და ჩვენი ეკონომიკური განვითარების შეფერხების. გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს პენსიის ზრდას და ეკონომიკური განვითარების მასტიმულირებელ სხვადასხვა პროგრამებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები და სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)