|
2017-11-15 11:09:37, 3806 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა
თბილისი ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძეა, ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, გლდანი - ბექა მიქაუტაძე, კრწანისი - ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდა - დავით კირკიტაძე, ისანი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე. "ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში. გამგებლები და გამგეობები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს, კონკრეტული რაიონების, კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე. დედაქალაქის მერის თქმით, გამგებლებს ყოველდღიური შეხება აქვთ მოქალაქეებთან, მათ პრობლემებთან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იმუშაონ ეფექტურად არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გამგებლებს ექნებათ მისგან მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისათვის, თუმცა, ამავდროულად იგი იქნება ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანისადმი და არ დაუშვებს მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. ბრიფინგის დასასრულს დედაქალაქის მერმა გამგებლებს თბილისელებისთვის მიცემული დაპირებების შესრულებასა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მე მინდა წარმატებები გისურვოთ. დღესვე, თქვენი კანდიდატურები გადაეგზავნება თბილისის საკრებულოს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება თქვენი დამტკიცება და ერთად შევუდგებით იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ დედაქალაქის მოსახლეობას. გექნებათ ჩემი მაქსიმალური მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დღესვე, თბილისის მერი საზოგადოებას საქალაქო სასმახურების ხელმძღვანელებს წარუდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)