|
2017-11-14 17:57:54, 2083 ნახვა
კომენტარი
არჩვაძე: ეროვნული ბანკი ოლიმპოს მთაზე მჯდარი ზევსივით, მხოლოდ თვალყურს არ უნდა ადევნებდეს პროცესებს
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით საზოგადოებაში მეტი საგანმანათლებლო საქმიანობა უნდა აწარმოოს. როგორც არჩვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური მოლოდინებია. მან არაპირდაპირ მაგალითად მოიყვანა 1970 წელი, როდესაც ქვეყანაში ქოლერის ეპიდემია არსებობდა და საზოგადოებამ აქტიური კამპანიის მეშვეობით ისწავლა, როგორ მოქცეულიყო ექსტრემალურ ვითარებაში. ამ ყველაფერმა კი, სოსო არჩვაძის შეფასებით, შედეგიც გამოიღო: „ის (ეროვნული ბანკი) არ უნდა იყოს ოლიმპოს მთაზე მჯდარი ზევსივით და არ უნდა ადევნებდეს მხოლოდ თვალყურს პროცესებს. ის აქტიურად უნდა იძლეოდეს ახსნა-განმარტებით სამუშაოებს. პირდაპირ შედარება არ შეიძლება, თუმცა მახსოვს 1970 წელს, როცა საქართველოში, ისე, როგორც საბჭოთა კავშირში, ადგილი ჰქონდა ქოლერას, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ტელეეკრანიდან არ ჩამოსულა და მისი განმარტებითი მუშაობის საფუძველზე მოხერხდა სიტუაციის დალაგება. ხალხმა ისწავლა, როგორ მოქცეულიყო ამ ექსტრემალურ პირობებში და ეს დაყვანილი იყო მინიმალურ დონეზე. ანალოგიურად უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობიდან განმარტებითი სამუშაოების განხორციელება“,-აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)