|
2017-11-14 16:05:12, 1823 ნახვა
საზოგადოება
იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსში სკოლა „პროგრესმა“ გაიმარჯვა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და საქართველოს მთავარი პროკურატურის ერთობლივი საკონკურსო პროექტის - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის" - შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გუნდმა გაიმარჯვა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ გუნდის წევრებს შესაბამისი სერტიფიკატები და წიგნების სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო პროკურორები და ადვოკატები. დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. თათია ხოჭოლავამ პარტნიორი ორგანიზაციის - პროკურატურის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმიტირებული პროცესების მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება. კონკურსში მონაწილე ჯგუფები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა" შეარჩია. მოსწავლეებისა და სტუდენტების თეორიულ-პრაქტიკულ მომზადებაზე კი -პროკურორებმა იმუშავეს. სასწავლო პროცესი მთავარ პროკურატურაში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტუდენტები ნაფიცი მსაჯულების როლს ასრულებდნენ, მოსწავლეები კი - ბრალდებისა და დაცვის მხარეებს გუნდებად წარმოადგენდნენ. პროექტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 60 სტუდენტი და თბილისის სკოლების 130 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტში ჩაერთო: 168-ე საჯარო სკოლა, 31-ე საჯარო სკოლა, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სასულიერო გიმნაზია, 166-ე საჯარო სკოლა, 156-ე საჯარო სკოლა, 127-ე საჯარო სკოლა, 169-ე საჯარო სკოლა, 48-ე საჯარო სკოლა, 82-ე საჯარო სკოლა, თბილისის კლასიკური გიმნაზია, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“, 141 -ე საჯარო სკოლა, 77-ე საჯარო სკოლა, 159-ე საჯარო სკოლა, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის პირველი საჯარო სკოლა და 149-ე საჯარო სკოლა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამართლის დარგით, მათში ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული მიმართულებით მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)