|
2017-11-14 14:41:47, 2356 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფოსტის მორიგი საერთაშორისო წარმატება
საერთაშორისო საფოსტო კავშირ „Prime“ – ის (140 წევრი ქვეყანა) მიერ გამოქვეყნებულ, საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა. აღნიშნულ ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. „აღნიშნული რეიტინგი ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ როგორც საქართველოს ფოსტის, ასევე ქვეყნის კიდევ ერთი აღიარება ევროპული საზოგადოების მიერ, რისთვისაც ჩვენ საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ და მოხარულები ვართ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ“. – აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ბ-ნ ლევან ჩიკვაიძე. PostEurop-ი წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს დაარსდა ბრიუსელში და აერთიანებს 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საფოსტო ბიზნესის განვითარებას და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარებას, ასევე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მდგრად ზრდას და უწყვეტ ინოვაციას. დღეს საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით და მაღალი ხარისხით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)