|
2017-11-14 09:46:31, 1833 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, დღეს გაგარინის N10-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ კორპუსთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შენობის ნაწილი ნგრევის პირას არის, თუმცა გამგეობის მხრიდან მოსახლეობის ქირით გაყვანისა და შენობის დემონტაჟის შესახებ არაერთგზის გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა. „კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს და მათი ნაწილი პოტენციურ ინვესტორთან ვერ თანხმდება, ნაწილი კი კორპუსის სანახევრო, ავარიული მხარის დემონტაჟს ითხოვს. დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ შენობა სრულ დემონტაჟს საჭიროებს. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია უკვე მუშაობს შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დასკვნაზე. დღესვე ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე. გაგარინის N10-ში მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რადგან შენობა საფრთხის შემცველია, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე მესამე პირებისთვისაც. მერიის შესაბამისი სამსახურები საცხოვრებელი კორპუსის დაცლის მოთხოვნით მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ადგილობრივებს თბილისის მერია შენობის დემონტაჟისა და ახალი კორპუსის მშენებლობის პერიოდში ქირით უზრუნველყოფს“,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)