|
2017-11-13 15:55:54, 2025 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ვიქტორ დოლიძე არის ჩვენი გუნდის ღირებული ნაწილი, შესაბამისად, ის დარჩება გუნდში
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიქტორ დოლიძე გუნდის წევრად რჩება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. ”ვიქტორ დოლიძე არ არის გათავისუფლებული თანამდებობიდან. ის საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლამდე მინისტრის მოვალეობებს ასრულებს. ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის ინფორმირებული და ჩართული იყო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ვიქტორ დოლიძე დარჩება ჩვენი გუნდის წევრად. ბატონ ვიქტორ დოლიძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატს, არამედ პარლამენტში შესაბამის კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა და მას ასევე აქვს დიდი დიპლომატიური გამოცდილებაც. ის არის ჩვენი სისტემის ღირებული წევრი. მას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ თავისი გამოცდილება და რესურსი გამოიყენოს. დოლიძის შემდგომ ნაბიჯებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. ის არის გუნდის წევრი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)