|
2017-11-13 15:23:55, 1868 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში საერთაშორისო ფიტოსანიტარიული სტანდარტების დანერგვის და სრულყოფის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა, დაგლას ბოლიმ და ჩეხეთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, პაველ ფრელიხმა მოაწერეს. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ფიტოსანიტარიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობა. „დღეს არსებული გამოწვევების და გარემოს გლობალური ცვლილებების ფონზე, მცენარეთა დაცვის მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ძლიერი ფიტოსანიტარიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სრულად უპასუხებს საერთაშორისო სტანდარტებს და მოთხოვნებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საქართველოში ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის პროექტი ოთხწლიანია და მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგისტრაციის სისტემის დახვეწას, მავნე ორგანიზმების კონტროლისა და მონიტორინგის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)