|
2017-11-13 14:54:28, 1783 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: გიორგი გახარიას და მამუკა ბახტაძის დამტკიცების შემთხვევაში უწყებების მართვის ეფექტიანობის ხარისხი გაიზრდება
„ვფიქრობ, რომ ორივე კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა პასუხობდეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, ფინანსთა მინისტრი",- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი გახარიას, ხოლო ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძის კანდიდატურების წარდგენას. „ვფიქრობ, რომ ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს. „გიორგი გახარია არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური და გამოცდილი, უნარიანი კადრი საქართველოს მთავრობაში და აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია იქნება ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)