|
2017-11-13 13:33:52, 2254 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად დასახელდა
საერთაშორისოდ აღიარებულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკი კორპორატიული სეგმენტისთვის მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებგვერდად აღიარა. ამ ნომინაციაში გამარჯვებულად „თიბისი ბანკი“ ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული ბანკების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა: Wells Fargo, Citi, CaixaBank, Yapi Credi. 2017 წლის ზაფხულში, „თიბისი ბანკმა“ უკვე მიიღო Global Finance-ისგან ჯილდო საქართველოში საუკეთესო ციფრული ბანკისთვის, ასევე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში 4 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. თუმცა, ამჯერად Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიო მასშტაბით გამოავლინა და „თიბისი ბანკს“ მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდის ჯილდო მიანიჭა კორპორატიული სეგმენტისთვის. გამარჯვებული ბანკები Global Finance-მა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია: სწორი სტრატეგია ონლაინ მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისთვის, კლიენტებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისების შეთავაზება, ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მრავალფეროვნება, ვებგვერდის დიზაინი და ფუნქციონალი. ციფრული მომსახურების სფეროში საუკეთესო ბანკები კონკურსში მონაწილე 300 ფინანსური ინსტიტუტიდან სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია, რომელთა შორის არიან მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები საკონსულტაციო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური სფეროდან. „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკმა Global Finance-ისგან მსოფლიო აღიარება უკვე მესამედ მოიპოვა. 2013 წელს, „თიბისი ბანკის“ ინტერნეტბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ორ ნომინაციაში: როგორც საუკეთესო ინტერნეტბანკი კომუნალური გადახდებისთვის და როგორც საუკეთესო ინტეგრირებული ვებგვერდი. Global Finance 1987 წელს დაარსდა და მას მსოფლიოს მასშტაბით 190 ქვეყანაში კითხულობენ. ჟურნალი უკვე 20 წელია მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში ასახელებს. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შედეგების შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, „თიბისი ბანკს“ Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ჟურნალისგან ბანკმა ჯილდოები 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო. (NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)