00:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-13 10:34:11, 1939 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ი.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა“, 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი „მეტადონი“ და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics