|
2017-11-12 19:03:14, 1956 ნახვა
საზოგადოება
17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.97 % (88 522 ამომრჩეველი) შეადგინა. ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია: ყაზბეგი - 44.1% ხაშური - 27.1% ბორჯომი - 44.8%ქუთაისი - 14.1% ოზურგეთი - 47.2% მარტვილი - 30.7% „საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პროცესი დასრულდება 20:00 საათზე. ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები დაიწყებენ ხმების დათვლის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ანა მიექელაძის თქმით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში მცირე პროცედურული ხასიათის ხარვეზებთან დაკავშირებით შესულია 21 საჩივარი. მათ შორის ბორჯომში - 9, ოზურგეთში - 9, ქუთაისში - 2, ხაშურში - 1. ყაზბეგისა და მარტვილის საარჩევნო ოლქებში ამ დროისათვის საჩივრები არ შესულა. "„#35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მიერ კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტენთან დაკავშირებული საჩივარი განიხილა. როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო ყუთის ხელახლა გახსნისა და დალუქვის გადაწყვეტილება. გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებული უკონვერტო ბიულეტენი, გაფუჭებულ ბიულეტენად იქნა ცნობილი კომისიის მიერ“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)