|
2017-11-12 10:30:10, 2128 ნახვა
საზოგადოება
ფოტოკონკურსის - „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტოკონკურსის - „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მიმდინარე ფოტოკონკურსი დასრულდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული ფოტოების გამოსავლენად, შს მინისტრის ბრძანებით, სპეციალური ჟიური შეიქმნა. ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ფოტოხელოვანები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელები შედიოდნენ. ჟიური წევრებმა 90-მდე ნამუშევარი შეაფასეს და მათ შორის სამი საუკეთესო, კონფიდენციალური შერჩევის გზით გამოავლინეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ფოტოკონკურსის - „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას და სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ასევე, ტარდება ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)