|
2017-11-11 09:56:41, 1922 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არის ჩვენი მთავრობის დიდი წარმატება
მივესალმები იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ და რომელიც ეხება განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება მთავრობის და იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მისივე თქმით, მსგავსი სახის პოზიტიური ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. „ ეს ხაზს უსვამს ასევე ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული მაგალითი ევროკავშირისთვის. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ასეთ შეფასებებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. საქართველო ნამდვილად კარგ ფორმაში ხვდება სამიტს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამიტი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის და, ზოგადად, პარტნიორობისთვის და რომ საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება იქნება მტკიცე და ურყევი და ეს გამოხატული იქნება როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ და პოლიტიკურ დახმარებაში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. .
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)