|
2017-11-10 18:44:23, 896 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიანი სოფლების ნუსხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაემატება
მიმდინარე წლის ბოლომდე, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბ ალავიძემ შეხვედრაზე, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა, მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მმართველი გუნდის კანდიდატს წარმატება უსურვა. „დღეს შევიკრიბეთ ის ადამიანები, ვისაც გვწამს და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით, ულამაზეს მხარეს - ბორჯომს განვავითარებთ. ბორჯომი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ. რეგიონული განვითარების მინისტრმა ბორჯომში დაგეგმილ ინფრასტრუტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა სთხოვა. „მინდა მოგიწოდოთ, რომ მერობის არჩევნებში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავუჭიროთ და მასთან ერთად ვიმუშაოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის. ბორჯომის 24 სოფელი მაღალმთიანი სტატუსით უკვე სარგებლობს, რომელთაც კიდევ ორი - სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება. აღნიშნული სოფლები მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში წლის ბოლომდე შევლენ და იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომელიც მთავრობამ მათთვის დააწესა“, - აღნიშნა ზურაბ ალავიძემ. ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას ასევე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)