|
2017-11-10 17:36:19, 1820 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. ფორუმზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ. საქართველოს წარმატება „OGP"-ზე იმით დადასტურდა, რომ ქვეყანას აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოებარა. „დემოკრატიის გლობალურ ფორუმზე ჩვენ, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყანას, გვაქვს პატივი, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები სხვა ქვეყნებს კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ოკუპაციის, ომის, კონფლიქტის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი მაინც არის ღია და ძლიერი მთავრობა, რადგან ის უსმენს თავის საზოგადოებას. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იბრძოლოს მსოფლიომ იმის წინააღმდეგ, რაც გამოიკვეთა; რომ არის გამოწვევა − ეს გახლავთ უნდობლობა ინსტიტუტებისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, არასამთავრობო სექტორისადმი, მედიისადმი, ბიზნესსექტორისადმი, რაც ყველა ქვეყანას აწუხებს", − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს „OGP"-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებიც გააცნო. დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით იმართება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)