|
2017-11-10 17:27:05, 1826 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია აგრარული მიმართულებით ასოცირების ვალდებულებების შესრულებას დადებითად აფასებს
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ დოკუმენტში, სხვა მიმართულებებთან ერთად, პოზიტიურად შეფასდა აგრარული დარგის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ის ღონისძიებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წწ და სამოქმედო გეგმის დამტკიცება ასევე, ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება და მეთესლეობის კანონის მიღება. „ანგარიშში დადებით კონტექსტში აღნიშნულია, როგორც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 25 %-ით შემცირება, ასევე სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ტენდენცია. ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გაგრძელება“,- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების ნაწილში დადებითად არის შეფასებული სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის გეგმის მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება ასევე, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება სანიტარიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით, რის საფუძველზეც ქართველ ფერმერებს საერთაშორისო ბაზარზე დამატებითი პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდათ (თაფლი, შავი ზღვის თევზი და ცხვრის მატყლი). ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროკომისიამ ანგარიშში ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს გაწევრიანება ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში, რომლიც ხელს უწყობს საქართველოში ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)