|
2017-11-10 17:15:10, 1965 ნახვა
ეკონომიკა
ევროკომისიის ანგარიშში ციფრული ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროში საქართველოს პროგრესია აღნიშნული
ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის სამუშაო, რომელსაც საქართველო ასრულებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მიმართულება, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ანგარიშში ნათქვამია, რომ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კუთხით საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის განხორციელებას - ეკონომიკური და ბიზნესშესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, აღნიშნულია, რომ 2017 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ", რომელიც შეესაბამება ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო მომსახურებათა შესახებ (eIDAS) ევროკავშირის რეგულაციას. "ევროკომისიის ანგარიშში საუბარი ასევე შეეხება კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში მიღწეულ პროგრესს, აღნიშნულია, რომ 2016 წლის აპრილის თვეში საქართველო გახდა ევროპული პროგრამის „ჰორიზონი 2020"-ის ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრის სტატუსი შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ხელი მიუწვდებოდეს პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმებზე, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეფასებას და ორმხრივი სწავლების დავალებებს",-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)