|
2017-11-10 15:03:30, 1832 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და განათების სისტემა შეიცვალა
„თბილისში მშენებარე ყველა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ენერგოეფექტური იქნება, რაც პატარებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნის და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 3 წლისა და 3 თვის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მან საანგარიშო პერიოდში თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტები მიმოიხილა. ნარმანიას თქმით, ამ მიმართულებით აღსანიშნავია თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურების გახსნა. „ენერგოეფექტურ პროექტებს შორის ასევე მნიშვნელოვანი დედაქალაქის ენერგოდამზოგავ განათებაზე გადასვლაა. თბილისის რამდენიმე უბანში უკვე დამონტაჟებულია Led სანათები, ჯამში 2 284 ცალი. გარდა იმისა, რომ დიოდური განათება ელექტროენერგიის 60%-70%-იან დანაზოგს იძლევა, მისი განათების ხარისხიც ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს არსებული ნათურებისა. დიოდური სანათები გარემოსთვის უსაფრთხოა“ - განაცხადა თბილისის მერმა. ანგარიშის თანახმად, შპს "თბილსერვის ჯგუფმა" გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე Led სანათები დაამონტაჟა. "დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელი მოეწყო იმ უბნებში, სადაც მანამდე არ არსებობდა. მიწისქვეშა გადასასვლელების ნაწილში ჩატარდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და შეიცვალა განათების სისტემა. ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში მოიხატა კედლები. ჩასასვლელებთან კი დამონტაჟდა მანიშნებელი აბრები. 2016 წელს თბილისი განახლებული ანძით შეხვდა. დამონტაჟებული Led სანათები საშუალებას გვაძლევს ანძა სხვადასხვა ფერში გავანათოთ",-განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი მსოფლიოს „100 მედეგ ქალაქს“ შორის მოხვდა. პროექტს „100 მედეგი ქალაქი“ როკფელერის ფონდი ახორციელებს და ბენეფიციარებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურად და ტექნიკურად, 1 მლნ აშშ დოლარის გრანტის ფარგლებში ეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)