|
2017-11-10 15:07:59, 1793 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას მოქალაქეთა მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ 2014-2017 წლების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის განახლებამ მომსახურების პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა. მისი თქმით, ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია და ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა. ამასთან, მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი გახანგრძლივებული გრაფიკით (სამუშაო დღეებში 09:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 - დან 14:00 საათამდე) მუშაობს. თბილისის მერმა 2017 წლიდან მერიაში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის პირობებში მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დედაქალაქის მთავრობამ ახალი საინფორმაციო ცენტრის კონცეფციაც შეიმუშავა, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ერთ ნომერზე დარეკვით მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებიდან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)