|
2017-11-10 11:07:50, 2288 ნახვა
საზოგადოება
იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების 100-ზე მეტი მასწავლებელი გარე დაკვირვებას გაივლის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების (მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილის შეფასება გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით) კომპონენტის პილოტირებას იწყებს. 2017 წლის ბოლომდე გარე დაკვირვებას იმერეთის და შიდა ქართლის სკოლების 100-ზე მეტი უფროსი მასწავლებელი გაივლის, ვინც პილოტირების პროცესში ჩაერთო. ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან, პილოტირების შედეგების შეფასების შემდეგ, გარე დაკვირვება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ამოქმედდება. გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა და გასავლელი აქვს გარე დაკვირვების სავალდებულო კომპონენტი. გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, გარე დაკვირვების პილოტზე რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნო როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)