|
2017-11-10 10:45:58, 1862 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოში 4 წლიანი დიპლომატიური სამსახურის დასასრულს, გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია. თურქეთის ელჩს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში, ტყის ხანძრებთან ბრძოლის დროს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მაღალი შეფასება მისცა იმ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის სამართლდამცავ სტრუქტურებს შორის არსებობს. საქართველოს შს მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)