|
2017-11-09 18:17:31, 2252 ნახვა
სამართალი
ლგბტ პირის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს. "ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი, დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა. სასამართლომ მიიჩნია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა, მიზნად ისახავდა დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 120 დან - 140 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე",-ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)