11:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 15:35:33, 2064 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები, ლისაბონში კონფერენციას „Websummit 2017“ ესწრებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულების წარმომადგენლები, პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში მიმდინარე მასშტაბურ კონფერენციას „Websummit 2017“ ესწრებიან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც 6-დან 9 ნოემბრის ჩათვლით იმართება, 160-ზე მეტი ქვეყნიდან 60 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.

გამოფენის პირველ დღეს, 6 ნოემბერს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „Websummit”-ის  ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში „Ecosystem Summit”, რომლის პანელურ დისკუსიებზე მსჯელობა გაიმართა  ბიზნეს გარემოსა და ეკოსისტემასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების  ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები IT  და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოღვაწე კომპანიებთან.  კერძოდ კი ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები თითოეულ დაინტერესებულ პირს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და იმ მექანიზმებს, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics