|
2017-11-09 12:31:34, 1958 ნახვა
სამართალი
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ბოლო პერიოდში პოლიციის მხრიდან მამაკაცზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მათი თქმით, გარდაცვლილს ემუქრებოდნენ და თანამშრომლობას აიძულებდნენ. გარდაცვლილის და აცხადებს, რომ ამირან კვირიკაშვილი ჯართს აგროვებდა და ამ საკითხზე ის ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე დაიბარეს. „პირადად მე მითხრა, ან თავი უნდა მოვიკლა, ან ეგენი უნდა მოვკლაო. ისეთი იყო, რომ მათ ვერაფერს დაუშავებდა ისევ დაუშავა მის თავს. ერთადერთი ჩემი მოთხოვნაა რომ არ ვნახო ჩემს ჭიშკართან არანაირი პოლიცია და მეორე, ჩემს ძმას, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის აწერინებენ რაღაც საბუთზე ხელს უმშობლოდ, ამოიღონ ის საბუთი და მაჩვენონ რაზე მოაწერინეს ხელი. დამთავრდეს ჩემი ძმების შეწუხება, რომლებიც ჯართს აგროვებენ და ისე ჭამენ პურს“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს გარდაცვლილის დამ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)