|
2017-11-09 10:44:58, 1512 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე 700 ათასზე მეტი ხე-მცენარე დაირგო
ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დაირგო 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე. მისივე ინფორმაციით, 16 მისამართზე სრულიად ახალი სარწყავი ქსელი მოეწყო, 63 ლოკაციაზე კი, რეაბილიტაცია განხორციელდა. "შევიძინეთ 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დავამონტაჟეთ 2 284 ცალი ლედ-სანათი და უმნიშვნელოვანესია, რომ განვაახლეთ თბილისის ანძა", - განაცხადა მერმა. დავით ნარმანიამ კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, კულტურის ნაწილში, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა 899 მასშტაბური ღონისძიება, გარდა ამისა, მუზეუმების ეფექტური საქმიანობის და მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, განხორციელდა თბილისის 9 მუზეუმის შერწყმა-გაერთიანება. რაც შეეხება სპორტს, თბილისის ნარმანიას თქმით, საანგარიშო პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 36 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 441 -ს. დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყო ფიტნეს ზონები. აშენდა რაგბის სავარჯიშო კომპლექსი და ოლიმპიადის ფარგლებში აშენდა არაერთი ახალი სპორტული ობიექტი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებულებს, მათ შორის დინამო არენას.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)