16:10 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:00:04, 476 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის მონაწილეობა მთავრობის ფორმირების პროცესში არის ჩარჩენილი ნორმა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პრეზიდენტი მთავრობის ფორმირების პროცესში არ მონაწილეობს.

როგორც მან პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ფუნქცია და ვალდებულებაა, მხოლოდ  პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენა.

მთავრობის ფორმირების პროცესში, ხმალაძის თქმით, მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო იღებენ მონაწილეობას.

„ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქცია – მთავრობის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში პარლამენტს განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს, არის არალოგიკური და არაბუნებრივი ფუნქცია.  პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთადერთი ვალდებულება,  ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგონოს მთავრობის შემადგენლობა, მას არ აქვს უფლება რაიმე ცვლილება შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში, უფრო მეტიც პრეზიდენტი არ მონაწილეობს მთავრობის ფორმირების პროცესში. არანაიერი ვალდებულება არავის არა აქვს, მთავრობის შემადგენლობის თაობაზე პრეზიდენთტან კონსულტაციები გაიაროს.  თუკი სურვილი აქვთ ეს შეუძლიათ. ასეთი ვალდებულება არ არსებობს და არც არსებობდა არასოდეს. თუ გნებავთ ადრინდელი შემთხვევები გაიხსენეთ – პრეზიდენთან კონსულტახიები არ ხდებოდა, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტი არ მონაწილეობს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში, არ მონაწილეობს არც აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებაში. ეს არის ორი კონსტიტრიციური სუბიექტის საქმე - პარლამენტის და მთავრობის, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის. ამიტომ აქ პრეზიდენტის მონაწილეობა უფრო არის ჩარჩენილი ნორმა – ადრე რომ არსებობდა, სხვა მოდელი რომ იყო“, - აღნიშნა ხმალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics