|
2017-11-08 11:22:55, 1662 ნახვა
საზოგადოება
ბორდოში მიმდინარე გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ საზეიმო კონცერტით დაიხურა
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ ქართული ფოლკლორული ანსამბლ „ბასიანის“ საზეიმო კონცერტით დასრულდა, სადაც ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ პრემიერაც გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინი9სტროს ინფორმაციით, საღამოს ესპანელი მუსიკათმცოდნე პოლო ვალეხო უძღვებოდა, რომელმაც ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ღვინის კულტურაზე ისაუბრა. უწყების ცნობით, კონცერტის დასასრულს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. საზეიმო საღამოს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგებლები დაესწრნენ. ელჩის განცხადებით, გამოფენამ ათეულ ათასობით სტუმარს მისცა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა ქართული ღვინოები და გაცნობოდა წარმოდგენილ ექსპონატებს, რომლებიც ადასტურებს რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის კერაა. „თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოფენა შედგა. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი ახალი გამოფენისა და მომდევნო მოწვეული სტუმრისთვის ემზადება. ცენტრის დირექტორის თქმით, გაძნელდება ამ დონის გამოფენის წარმოდგენა შემდეგი მიწვეული ქვეყნისთვის, რომელიც შეძლებს ასეთივე ხარისხიანი და საინტერესო გამოფენის წარდგენას, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. გამოფენით ყველა აღფრთოვანებულია“ - აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ. გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნა. 14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება - დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს. (NS)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)