|
2017-11-07 17:11:33, 1869 ნახვა
საზოგადოება
ექსტენციის სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმროში „Holiday Inn“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიის პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით. უწყების ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირის (EU), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა. როგორც რევაზ ასათიანმა აღნიშნა, ექსტენციის სტრატეგია 2018-2019 წლებში 2 ეტაპად განხორციელდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე (2018 წელი) სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები პილოტ რეგიონებში დაინერგება, ხოლო მეორე ეტაპზე (2019 წელი) შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც მოხდება. „ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. პროცესი განხორციელდება თანმიმდევრულად“ ,- განაცხადა რევაზ ასათიანმა. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების პილოტ რეგიონებად შერჩეულია რაჭა-ლეჩხუმი და გურია. სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, გაეროს განვითარების პროგრამა - UNDP, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში - ENPARD Georgia). (NS)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)