|
2015-05-05 12:47:58, 470 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე: მინისტრების და არა მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა, პრემიერის ვალდებულება იყო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები განმარტა. როგორც ხმალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მინისტრების დანიშვნა პრემიერის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც იყო. მისივე განმარტებით, მთავრობის მთელი შემადგენლობა არა მოვალეობის შემსრულებლები, არამედ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები არიან. „ყველა მინისტრის დანიშვნა თანამდებობაზე, ანუ დანიშვნა მინისტრად და არა მოვალეობის შემსრულებლად, ეს იყო არა მხოლოდ უფლება პრემიერ-მინისტრისა, არამედ ეს იყო ვალდებულება. შესაბამისად, მთავორბის მთელი შემადგენლობა დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული 18 მინისტრით, ყველანი არიან შესაბამისად პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები და არა მოვალეობის შემსრულებლები. პარლამენტს წარედგინება ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ასე ამბობს ამას კონსტიტუცია. განახლებული, ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, გადაშალოს ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი და ნახოს რას ნიშნავს სიტყვა განახლება. ეს არის რაღაც არსებულის შეცვლა ახლით, სხვაგვარით. მაგალითად მინისტრის თანამდებობიდან გადაგომა ან განთავისუფლება, ეს არ არის მთავრობის განახლება. განახლება ხდება მაშინ, როდესაც ამ განთავისუფლებულ ადგილზე დაინიშნება ახალი მინისტრი. განახლებული შემადგენლობა მთავორბისა არის ის შემადგენლობა, რომელიც გვაქვს მას შემდეგ, როდესაც ერთი მინისტრის ნაცვლად ინიშნება სხვა მინისტრი“, - აღნიშნა ხმალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია, ერთი კვირის ვადაში პარლამენტს განახლებულია მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. „კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ მთავრობის შემადგენლობა შეიცვალა 1/3-ით, პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგენს ამ შემადგენლობას ნდობის მისაღებად. ესეიგი ეს არის პრეზიდენტის ვალდებულება, რომ ერთი კვირის ვადაში წარუდგინოს, იქნება ეს ამ კვირის პირველი, მეხუთე, თუ მეშვიდე დღე, ამას მნიშვენლობა არ აქვს, მაგრამ მერვე დღე არ შეიძლება იყოს. ამის შემდეგ უკვე პარლამენტის იწყებს ნდობის გამოცხადების პროცედურას, ეს არის საკომიტეტო მოსმენები მთავრობის წევრებთან და შემდგომ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვა, მანამდე იქნება ფრაქციებთან მთავრობის წევრების გამოსვლები უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და ბოლოს პლენარულ სხდომაზე განხილვა“, - განაცხადა ხმალაძემ. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ თუ მთავრობა ნდობას მიიღებს, ის გააგრძელებს საქმიანობას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის, ან პრემიერის მიერ მინისტრების დანიშვნის აქტი აღარ გამოიცემა. „თუ მთავრობამ ნდობა მიიღო, ის გააგრძელებს თავის საქმიანობას და გააგრძელებს თავის საქმიანობას და არანაირი აქტი, ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა ან პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნისა, აღარ გამოიცემა. ამის საჭიროება არ არის, ვინაიდან ასეთ ვითარებაში მთავრობის განახლებისას ნდობის გამოცხადება ემსახურება ერთადერთ რამეს, ეს არის განახლებული მთავრობისთვის ნდობის დადასტურება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)