|
2017-11-07 13:45:10, 1733 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი სოზარ სუბარს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ვიცე-პრემიერ მინისტრსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. უწყების ცნობით, უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „მისაღები ცენტრიც“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები დევნილებს უწევენ. „უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა, რათა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც დევნილებთან მიმართებაში საქართველოში დაგროვდა. ჩვენ დღეს გავაცანით ის პოლიტიკა, რასაც ვატარებთ. ვიზიტის ფარგლებში კი, ადგილზე ნახავენ იმ ჩასახლებებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ. იმასაც ვეტყვით, რა შეცდომები იქნა დაშვებული წლების განმავლობაში. ერთი ისტორიული ბედის ქვეშ აღმოვჩნდით ორივე ქვეყანა, ერთი ოკუპანტი გვყავს. მინდა ვთქვა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. მე პირადად მაშინ ჩემი სამშობლოს ჯარისკაცი ვიყავი და ჩემს გვერდით არაერთი უკრაინელი იბრძოდა, ისევე როგორც დღეს, არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს განცხადებით, უკრაინისთვის ძალიან ფასეული საქართველოს გამოცდილების გაზიარება. „საქართველოსთან ჩვენ საერთო პრობლემები გვაერთიანებს. ეს არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, რომელიც განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ და ახლა უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება. უკრაინაში მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან ფასეულია, რადგან საქართველოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დევნილებთან მიმართებაში და აქვს თანამედროვე პროგრამები. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვაფასებთ“, - განაცხადა პავლო როზენკომ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ ბინებსაც დაათვალიერებს და წეროვანის ჩასახლებას ესტუმრება. (NS)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)