16:03 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-07 11:35:23, 1905 ნახვა

კომენტარი
მელია: როდესაც ივანიშვილთან ბრძოლაში ვართ, ვიცით, რომ ეს ბრძოლა ციხეზე გადის

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია თანაგუნდელის გოგა ონიანის დაკავებას გამოეხმაურა.

„ამ 6 პოლიციელიდან 5-მა  ითანამშრომლა  ონიანზე  და ეს ხუთი ადამიანი, რომელიც ასევე ბრალდებული იყო  გოგა ონიანთან ერთად, ამ აბსურდულ საქმეზე  რა თქმა უნდა ხელშეუხებლები არიან. მაგრამ ერთადერთი ადამიანი, ვინც  დაიჭირეს არის მხოლოდ და მხოლოდ გოგა ონიანი, იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, ის ხუთი ადამიანი კი დააწინაურეს. ზოგი უფრო მაღალ თანამდებობაზე არის დღეს დანიშნული, ვიდრე წლების წინ იყო.  ეს ყველაფერი იმიტომ რომ  დღევანდელი დღე შემდგარიყო. როდესაც ვართ ივანიშვილთან ბრძოლაში, ვიცით, რომ ეს ბრძოლა ზოგჯერ შეიძლება გავიდეს ციხეზე, ზოგჯერ შეიძლება გავიდეს სიცოცხლის შეწირვაზე. ასეთია ბრძოლა ოლიგარქიასთან”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი სამართალდამცველებმა დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics