09:53 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 14:43:23, 2143 ნახვა

კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების გადაწყვეტილებაზე დღემდე არ არის ხელი მოწერილი, რაც კითხვებს აჩენს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, საბჭოს მოსამართლე წევრების კითხვები საფუძვლიანია.

მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმადაც,  34  მოსამართლე უვადოდ გამწესდა, საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს, ხელი ამ დრომდე მოწერილი არ აქვს, რაც კითხვებს აჩენს:

„მოსამართლე წევრმა მიმართა თავმჯდომარეს შეკითხვით, თუ როდის მოაწერდა, ან საერთოდ მოაწერს თუ არა ხელს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, 34 მოსამართლე უვადოდ გამწესდა საბჭოს გადაწყვეტილებით. დღემდე არ არის ხელი მოწერილი არც ერთ გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, ისმის შეკითხვები, მათ შორის მოსამართლეებისგანაც, ასევე იყო სხვა შეკითხვებიც სამუშაო ჯგუფის მოწვევის პროცედურებთან დაკავშირებით და რამდენიმე შეკითხვა დაისვა, რომ ერთპიროვნულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც წესით კოლეგიურად უნდა მიიღოს ან საბჭომ, ან  საბჭოს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფებმა“,-აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაური იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics