|
2017-11-06 11:00:33, 2250 ნახვა
ეკონომიკა
„მაგთიკომის“ ინტერნეტქსელზე კიბერ შეტევები განხორციელდა - კომპანია განცხადებას ავრცელებს
„მაგთიკომის“ ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე კიბერ შეტევები განხორციელდა. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული: „გასული ორი კვირის განმავლობაში, მაგთიკომის ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა. მაგთიკომის ქსელი საკმაოდ დაცულია და კიბერ შეტევის ნიშნების დაფიქსირებისთანავე, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა კიდევ უფრო გააძლიერა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები. მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და, ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის მაგთიკომისგან დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტსერვისი. რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ მაგთიკომის ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან. მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)