2015-05-05 10:58:36, 366 ნახვა
პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს დღეს მიმართვას გაუგზავნის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს არ გადაუგზავნოს
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს პრეზინდეტს მიმართვას გაუგზავნის. არასაპრლამენტო ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად არ ადაუგზავნოს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ პრემიერ-მინისტრზე მინისტრების დანიშვნისას ზეწოლა განხორციელდა.
მიმართვას ხელს აწერს "ქართული დასი", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".
ნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აპრილს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან