|
2017-11-04 11:21:37, 1779 ნახვა
ეკონომიკა
განათლების სამინისტროს დაფინანსება 1,18 მილიარდ ლარამდე იზრდება
2018 წლის ბიუჯეტით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განათლების სექტორია. პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალ წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 65.6 მილიონი ლარით, 1 181.8 მილიონ ლარამდე იზრდება. განათლების პროგრამებს შორისაა ზოგადი განათლება, მათ შორის, გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სხვ. გარდა ამისა, იზრდება პროფესიული განათლების პროგრამები. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, 2018 წელს ბიუჯეტით დაფინანსდება აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ინკლუზიური განათლება და სხვ. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა განიხილა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)