05:56 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 17:17:56, 726 ნახვა

რეგიონი
ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

შუახევში, ჭალა-წყაროთის სამღორიას უბანში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე, გამგებლის მოადგილეები ავთანდილ დიასამიძე და რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გურამ ზოიძე, საკრებულოს წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ.

პროექტის მშენებლობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და წელს დასრულდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარეთი 777“ აწარმოებდა. მშენებლობაზე 202.000 ლარი დაიხარჯა. აშენდა 2 სართულიანი კაპიტალური შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. ახალ საბავშვო ბაღში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 30-ამდე აღსაზრდელი ირიცხება. სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია. დასაქმებულია 13 ადგილობრივი.

,,კიდევ ერთი ახალი ბაგა- ბაღის მშენებლობა დავასრულეთ და მოვაგვარეთ ორ სოფელში არსებული ბაღის პრობლემა, რითაც გავახარეთ ბავშვები და მათი მშობლები. აშენდა და კეთილმოეწყო თანამედროვე საბავშვო ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა სააღმზრდელო პროცესის მაღალი სტანდარტების წარმართვისთვის. ამ დღეებში გაიხსნება კიდევ ჩანჩხალოს და ფურტიოს ახალი სკოლამდელი დაწესებულებები და წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტში 11 ბაგა-ბაღი იქნება მოქმედი. მომავალში დაგეგმილია წყალსაყარში და ბუთურაულში ბაგა-ბაღების მშენებლობა. მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც იქნება სკოლამდელი დაწესებულების ასაკის მქონე ბავშვების კონტიგენტი, ეტაპობრივად ყველგან გაიხსნება ბაგა-ბაღები“,- განაცხადა ტარიელ ებრალიძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics