2017-11-03 15:10:06, 2005 ნახვა
საზოგადოება
იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოს 6 430 824 ვიზიტორი ეწვია, აქედან 3 042 907 ტურისტია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 6 430 824 ვიზიტორი ჩამოვიდა.
"იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%- ით მეტია", - ნათქვამია ინფომრაციაში.
სრული სტატისტიკური მონაცემები
(NS)
ავტორი: ,