09:52 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-03 14:55:02, 1968 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიეთ

საქართველოს პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.

როგორც პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი, ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მივაღწიეთ.

"დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღეს - ქართული დიპლომატიის დღეს აღვნიშნავთ. ვულოცავ ამ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს დიპლომატებს. დღეს ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა.

ჩვენი დიპლომატების პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეს - დიდ ევროპულ ოჯახს, რომელშიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ბუნებრივ ადგილს. ქართველებს გვყავს დიდი წინაპარი და ეტალონი დიპლომატიაში - სულხან-საბა ორბელიანი. ჩვენი ვალია, ვუერთგულოთ იმ უმთავრეს ღირებულებებსა და სტანდარტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა დაამკვიდრა. მჯერა, რომ ჩვენი პოტენციალითა და მეგობრებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალ წარმატებას მივაღწევთ!", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics