|
2017-11-03 14:43:03, 1874 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „InnovFin"-ის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება
პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა პროგრამაზე „InnovFin"-ი, რომელიც არის ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის საერთო ინიციატივა, ევროკომისიის ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „InnovFin"-ს გააჩნია სხვადასხვა ფინანსური მექანიზმები ინოვაციური ბიზნესებისა და კვლევების დასაფინანსებლად, იგი მოიცავს როგორც სესხებს, ასევე გარანტიებს. მისი თქმით, „დაფინანსება ხელმისაწვდომია მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისათვის, როგორც პირდაპირ, ასევე (ძირითად შემთხვევაში) ფინანსური შუამავლების საშუალებით (ბანკები, განვითარების სააგენტოები, კვლევითი ცენტრები, ა.შ.). პროგრამის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებს გაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)