|
2017-11-02 21:47:48, 1447 ნახვა
სპეციალური ანონსი
3 ნოემბრის ანონსი
3 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ყოველწლიურ საკოორდინაციო შეხვედრაში. 3 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 3 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბრიტანეთის საბჭოსა და ევროპული სკოლის ახალი ინიციატივის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრება. მის.: ალ. ყაზბეგის ქ. N34, ევროპული სკოლა. საკონტაქტო პირები: ეკატერინე ფაცაცია 591 229 803; ქეთევან ნაჭყებია 577 72 51 58 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, „თიბისი გალერეა“ (მე-4 სართული) 3 ნოემბერს, 16:30 საათზე, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ორგანიზებით, ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საკითხებზე ქვეყნის ონკოჰემატოლოგებთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)