2017-11-02 17:45:15, 2018 ნახვა
საზოგადოება
ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა
საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ” m² უძრავი ქონება”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისათვის საქანელა და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდება. ამ ეტაპზე უკვე ძველი სკამები ახლით შეიცვალა და დაიგო ფილები.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საბურთალოს მე-5 ოლქის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე და “m² უძრავი ქონების” წარმომადგენელი დავით გორგილაძე გაეცნენ.
(NS)
ავტორი: ,