|
2017-11-02 14:54:54, 1801 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) წევრიანდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ (IEC), როგორც ICID-ის გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა ორგანომ, საქართველოს განაცხადი დაადასტურა. უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა 2018 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება. ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის 23-ე კონგრესზე „საქართველოს მელიორაციამ“, როგორც წევრობის კანდიდატმა, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მელიორაციის დარგში მიღწევებისა და გამოწვევბის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ICID კონგრესში გაწევრიანებით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება ICID- ის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, ექსპერტებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერებს. სხვადასხვა ქვეყანას ირიგაციისა და დრენაჟის განვითარებისა და მართვის განსხვავებული ინსტიტუციური და საორგანიზაციო გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ICID-ის სხვადასხვა კონგრესში, სემინარში და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ირიგაციისა და დრენაჟის საორგანიზაციო საკითხების გლობალურ პერსპექტივებს გაეცნოს. ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) 1951 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარებას. ამჟამად, ICID აერთიანებს 76 წევრ ქვეყანას აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების 95%-ს. ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID) არის წამყვანი სამეცნიერო, ტექნიკური, საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, დაკომპლექტებული მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებით ირიგაციის, დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის საკითხებში. (NS)
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)