19:30 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 16:58:25, 408 ნახვა

საზოგადოება
თბოელექტროსადგურებმა სემეკ-ს ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით მიმართეს

თბოელექტორსადგურებმა ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით სემეკ-ს მიმართეს. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, შპს "მტკვარი ენერგეტიკასა" და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი განისაზღვრა. კომისიის დადგენილების გამოცემის ვადაა არაუგვიანეს 2015 წლის 10 სექტემბერი. 
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით აპრილში "ენერგო-პრო ჯორჯიამაც" მიმართა. ტარიფი ამ შემთხვევაშიც 10 სექტემბრამდე უნდა გადაიხედოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics