16:10 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 16:13:56, 413 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის წევრების მოსმენა და ნდობის გამოცხადება შესაძლოა, მიმდინარე კვირას მოხდეს

მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენა და შემდგომ ნდობის ხელახლა გამოცხადება, შესაძლოა მიმდინარე კვირას, 7-8 მაისს მოხდეს,  ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 10 მაისიდან უკვე “EBRD” -ის ღონისძიებები იგეგმება და მთავრობის თხოვნაა, რომ ამ ღონისძიებაზე ქუთაისში ყოფნა არ მოუწიოთ. ამის გათვალისწინებით, უსუფაშვილის თქმით, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა და შესაძლოა დღის ბოლოს, ან ხვალ დილით ამ საკითხთან დაკავშრებით პოზიციებზე შეჯერდნენ.

„მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრეზიდენტს გასული კვირის პარასკევს წარედგინა. პრეზიდენტს კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს 7 დღიანი ვადა. ვიცით პრეზიდენტის პოზიცია, მან ბრძანა, რომ ამ ვადას ბოლომდე გამოიყენებს. 10 მაისიდან უკვე იწყება სტუმრების ჩამოსვლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ეგიდით, დიდი ღონისძიების ფარგლებში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. დღის ბოლოს, ან შესაძლოა ხვალ დილით, ჩვენ გვქონდეს შეთანხმებული პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მე ზუსტად არ შემიძლია მოგახსენოთ, მაგრამ არის დიდი ალბათობა, 7-8 მაისს ჩვენ მუშაობა ამ რეჟიმში მოგვიწიოს, ან უარეს შემთხვევაში პარასკევი-შაბათ, ან კიდევ უარეს შემთხვევაში შაბათ-კვირას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აპრილს  მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics