15:18 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-01 16:01:06, 1838 ნახვა

კომენტარი
გიორგი მარგველაშვილი: მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და არა მისი შემქმნელი

„მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და არა მისი შემქმნელი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას.

"ერთი წლის წინ იყო მცდელობა, რომ ქორწინების შესახებ კანონში, შესატანი ცვლილების თაობაზე, რეფერენდუმი ჩატარებულიყო. კონსტიტუციის თანახმად მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, გვსურს თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება. მაშინ ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ რეფერენდუმს არ ჩავატარებთ და ეს საკითხი მთავარ პოლიტიკურ თემად არ უნდა განვიხილოთ. მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და არა მისი შემქმნელი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ პარლამენტმა კონსტიტუციაზე დადებული ვეტოც დაძლია.

"რამდენიმე კვირის წინ კონსტიტუციას ვეტო დავადე, მაგრამ ის დაძლიეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics