|
2017-11-01 15:10:18, 1788 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი
მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Detsche Welle-ს საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების კუთხით ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. მანვე აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება ქვეყნების ლიდერებმა და საზოგადოებამ უნდა დაიცვას. "როდესაც ვთვლი, რომ გარკვეულ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ იმისათვის, რომ მედია აკონტროლონ, ამის თაობაზე საკუთარ პოზიციას ძალიან ღიად ვაფიქსირებ. ქვეყნების ლიდერებმა მედიის თავისუფლება უნდა დაიცვან. ასე უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარწმუნებულები არიან, იმაში, რომ ეს დიდ ყურადღებას არ მიიპყრობს. თუ საზოგადოება არ არის მზად მედიის თავისუფლება დაიცვას, ასეთ შემთხვევებში, მაშინ პრობლემები ძალიან განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც შეიქმნება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)