|
2017-11-01 14:30:20, 1982 ნახვა
კომენტარი
ლადო სადღობელაშვილი: გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის შერყევა მაქვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართველთა მარშის“ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. როგორც „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, მათი დაკავება პოლიციის ძალის გადამეტების ფონზე მოხდა. „ბატონი მღებრიშვილის დავალებით გუშინ მოხდა ჩვენი დარბევა. ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი გიორგი ჭელიძე არის სასტიკად ნაცემი. მე მაქვს ტვინის შერყევა მსუბუქ ფორმაში. ეს იმას მიუთითებს, რომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, თუ რატომაც ვებრძოდით თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“. გუშინ შსს ზუსტად მოიქცა ესე. უმოწყალოდ გაუსწორდა გულშემატკივრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს. უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“,-განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან 8 პირი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)