|
2017-11-01 13:52:00, 1354 ნახვა
სამხედრო
SNGP-ის მრჩეველი, მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის მრჩეველი მაიორი ტოლგა კიპი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ სახელობის მედლით დააჯილდოვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა მაიორ ტოლგა კიპს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის თურქი მრჩეველი საქართველოში საკუთარ მისიას თებერვლიდან ასრულებდა. მას მისი კოლეგა მაიორი იბრაჰიმ პოლატი შეცვლის. ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)