|
2017-10-31 19:24:57, 2139 ნახვა
ეკონომიკა
„გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული საპროდიუსერო კომპანიები მსოფლიო კინოინდუსტრიის ღონისძიებაზე წარდგებიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2017 წლის 1-8 ნოემბერს, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების „American Film Market“ ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამა „გადაიღე საქართველოში. მათივე ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს. ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან. ქართულ მხარეს საშუალება ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის მექანიზმი. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)